“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თავისუფლებისთვის ქართველი ჟურნალისტების ინიციატივას უკრაინის რადას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ჰანა ჰოპკო twitter – ზე გამოეხმაურა.
ჰოპკოს თქმით, საქართველოს ხელისუფლებას უხერხულობას უქმნის ნიკა გვარამიას მხრიდან კრიტიკა და მისი თავისუფალი აზროვნება.
მან აღნიშნა, რომ გვარამია უსამართლოდ არის დაპატიმრებული
,,ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა! ქართველი ჟურნალისტები მთელ მსოფლიოში კოლეგებს მოუწოდებენ, მხარი დაუჭირონ ნიკა გვარამიას, შარშან საქართველოს ხელისუფლების მიერ უსამართლოდ დაპატიმრებულ ჟურნალისტს.
ხელისუფლებას უხერხულობას უქმნის გვარამიას კრიტიკა და თავისუფლად აზროვნება.
ქართველმა ჟურნალისტებმა ნიკა გვარამიას მხარდასაჭერად გლობალური გამოწვევა წამოიწყეს და ის პოლონელ კოლეგებს გადასცეს და მოუწოდეს მათ მოითხოვონ გვარამიას გათავისუფლება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან”, – წერს ჰანა ჰოპკი.
ავტორი