საქართველოს “დესტრუქციული ძალები” ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან მეორე ფრონტის გახსნას ცდილობენ,_ აღნიშნული განცხადება ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ “პრეზიდენტმა” ალან გაგლოევმა გააკეთა. ინფორმაციას ekhokavkaza ავრცელებს.
“ჩვენი ჯარისკაცები და მოხალისეები რუსების გვერდით იბრძვიან, რომ საერთო ინტერესები დაიცვან უკრაინული ნეო-ნაცისტების წინააღმდეგ, რომლებიც კოლექტიური დასავლეთის ხელში მარიონეტებად გადაიქცნენ.
სპეციალური ოპერაციის ფონზე საქართველოს რესპუბლიკის დესტრუქციული ძალები გააქტიურდნენ, რომლებიც ქვეყანას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგო მეორე ფრონტის გახსნისკენ უბიძგებენ. ამ კუთხით ჩვენ მივიღეთ ზომები რათა გავაძლიეროთ ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობა და გავაძლიეროთ ურთიერთობები რუსეთთან სამხედრო სფეროში,” – ამბობს გაგლოევი.