კრემლის სამარცხვინო პროპაგანდა საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან – ასე ეხმაურება დიდი ბრიტანეთის პარლამენტარი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ალისია კერნსი, Twitter-ზე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას.
“თავდაცვა არ არის ესკალაცია.
კრემლის სამარცხვინო პროპაგანდა საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან,” – წერს კერნსი.
ირაკლი ღარიბაშვილმა, დღევანდელ ბრატისლავას უსაფრთხოების კონფერენციაზე თქვა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი, უკრაინის NATO-ში გაწევრიანების სურვილი იყო.
ავტორი