სენაკში, მშვიდობის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ჯიპი ბორდიურს შეეჯახა და საცხოვრებელი სახლის ეზოში შევარდა.
შემთხვევის შედეგად სამი პირი დაშავდა. ორი დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების შეფასებით, მათი მდგომარეობა მძიმეა.
კიდევ ერთი პირი, რომელიც მსუბუქად დაშადა სამედიცინო დაწესებლებაში გადაყვანაზე უარი აცხადებს.
ადგილზე მობილიზებულია საატრულო პოლიცია.
“პრაიმტაიმი”