შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა სამინისტროს მედლით – “მამაცობისთვის” საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი, პოლიციის უმცროსი ლეიტენანტი გიორგი ესტატეშვილი დააჯილდოვა.
პატრულ-ინსპექტორმა მიმდინარე წლის მარტში, თბილისში, მუხიანში, მაღალსართულიანი კორპუსის ცეცხლმოკიდებულ ბინაში შეღწევა მყისიერად შეძლო, გიორგი ესტატეშვილმა იქ მყოფი ასაკოვანი მამაკაცი ბინიდან გამოიყვანა და მისი გადარჩენა მოახერხა.