ბახვი 2 ჰესის პროექტმა, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ უკანავასთან (დაცილება 2.8კმ), მდინარე ბახვისწყლის ხეობაში მდებარეობს, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ნებართვა გარემოს ეროვნული სააგენტოსგან მიიღო, 2023 წლის, 29 მაისს. პროექტზე მუშაობა კომპანიამ 2022 წელს დაიწყო, მას შემდეგ რაც წინა მფლობელისგან სრულად გამოისყიდა იგი.
მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ პროექტის ძველ ვერსიას გარემოზე ზემოქმედების ნებართვა ჰქონდა, ახალმა მფლობელმა სრულად განაახლა პროექტი და თავიდან გაიარა სკოპინგისა და გზშ-ს ეტაპები, იმ მიზნით რომ პროექტი გამხდარიყო ტექნიკურად უფრე ეფექტური და გარემოსდაცვის კუთხით ზემოქმედების შედარების ნაკლები მატარებელი. ამჟამად კომპანია სამშენებლო ნებართვებისთვის საჭირო ყველა დოკუმენტის მზადების პროცესშია. ბახვი 1 ჰესის პროექტზე განმახორციელებელმა კომპანიამ გზშ-ს ნებართვა 2022 წლის 27 ივნისს მიიღო. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში ბახვი 2 ჰესის მენეჯმენტმა ითანამშრომლა როგორც ადგილობრივ მაღალი კვალიფიკაციის ექსპერტებთან, ასევე საერთაშორისოდ აღიარებულ დასავლურ კომპანიებთან.
კოპმანიის გამჭვირვალობისა და ჩართულობისთვის პოლიტიკაზე დაყრდნობით, პერიოდულად გავრცელდება პრესრელიზები თითოეულ ზემოთ ჩამოთვლილ კვლევასთან დაკავშირებით. კომპანია, ინფორმაციას დაურთავს ყველა შესაძლო ბმულს, რათა სპეციალისტებმა და დარგის ექსპერტებმა, ინტერესის შემთხვევაში, მარტივად მოახერხონ ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევებისა და მათი რეკომენდაციების გაცნობა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, შპს „ბახვი 2“-ის მდ. ბახვისწყალზე „ბახვი 2 ჰესის” პროექტში შეტანილი ცვლილებების (ექსპლუატაციის პირობების ცვლილება) და 35 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ ნებართვა შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://nea.gov.ge/Ge/GZSH/5919
ჩოხატაურის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში, შპს „სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI“-ის მდ. ბახვისწყალზე, 10,9 მგვტ დადგმული სიმძლავრის, ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე „ბახვი 1 ჰესის“ და 110 კვ ძაბვის ქვესადგურის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ. ნებართვა შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://nea.gov.ge/Ge/GZSH/318სრული საქმის წარმოება ბახვი 1 ჰესის პროექტზე: https://nea.gov.ge/Ge/Search?search=%E1%83%91%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%98+1 – ბახვი ჰესის მიზანია, განახორციელოს ბახვი 2 ჰესის პროექტი საქართველოს კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების IFC -ისა და EIB-ს გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მართვის სტანდარტების სრული დაცვით. |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved