“თავისუფლება მიშას” – კლინიკა “ვივა მედთან” მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით, აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილები არიან ენმ-ის წევრები, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და ახლობლები, რომლებიც იქ საქართველოს, უკრაინის, აშშ-ისა და ევროკავშირის დროშებით მივიდნენ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ რეგიონში დღეს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი, რადგან მისი გამოცდილებისა და ავტორიტეტის მქონე პოლიტიკოსი სჭირდება მსოფლიოს.
ენმ-ის ლიდერები ასევე აპროტესტებენ სადეპუტატო უფლების შეზღუდვას, რომლითაც მიხეილ სააკაშვილთან შესვლა და მისი მონახულება უკვე რამდენიმე თვეა აღარ შეუძლიათ. ადგილზე იმყოფება პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.