ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთის ჯარები უკრაინის მასშტაბით 120 დასახლებას და 92 ინფრასტრუქტურულ ობიექტს, დაესხნენ თავს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა 6 მშვიდობიანი მოქალაქე და დაშავდა 32. შესაბამისი ინფორმაცია სამხედრო მედია ცენტრმა Telegram-ზე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით გაავრცელა, იუწყება Ukrinform-ი.
„ბოლო დღის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა დაბომბეს უკრაინის ცხრა რეგიონი. 120 დასახლებასა და 92 ინფრასტრუქტურულ ობიექტს სხვადასხვა იარაღით (ნაღმტყორცნები, ტანკები, საარტილერიო, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები, არმიის ტაქტიკური სარაკეტო სისტემები, უპილოტო საბრძოლო საჰაერო ხომალდები, სტრატეგიული და ტაქტიკური თვითმფრინავი) დაარტყეს“, – ნათქვამია ანგარიშში.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 4 ივნისის ღამეს უკრაინის საჰაერო ძალებმა გაანადგურეს ოთხი რუსული საკრუიზო რაკეტა და სამი უპილოტო საბრძოლო თვითმფრინავი.