თბილისში, “ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში”, ევაკუაცია გამოცხადდა – ამის შესახებ კერძო სკოლის ერთ-ერთმა მასწავლებელმა განაცხადა.
ცნობით, სკოლის ადმინისტრაციამ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღო შეტყობინება შენობაში ბომბის არსებობის შესახებ.
ამ დროისთვის, სასწავლო პროცესი შეწყვეტილია და ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
დამატებით დეტალები ამ დროისთვის უცნობია.