3-5 ივნისს ბაღდათში ჩატარდა ევროპისა და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის ლევან ებანოიძისა და ავთანდილ გურგენიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც მონაწილეობდა სხვადასხვა რეგიონის ქალაქებიდან 280 სპორტსმენი.
მათ შორის იყო ჩოხატაურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის მოსწავლე მარიამ თავართქილაძე , იგი 55კგ წონით კატეგორიაში გახდა ვიცე- ჩემპიონი.
ვულოცავთ ჩვენი სკოლის საამაყო მოსწავლეს მორიგ წარმატებას.
ვუსურვებთ, არაერთხელ გაეხარებინოს სკოლა, მუნიციპალიტეტი თავისი გამარჯვებით. _ ინფორმაციას სკოლა ავრცელებს.