შეუცდომელი იყო მაცხოვარი, წერტილი – ამბობს “ოცნების” დეპუტატი ღუდუშაური აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორის, ჯიმ ო’ბრაიენის განცხადების კომენტირებისას და თვლის, რომ ობრაიენი ცდება.
ღუდუშაური ამბობს, რომ ვერავინ წარმოადგინა დამადასტურებელი ფაქტი, რომ საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება.
“მთელი ამ ხნის განმავლობაში, რამდენიმე წელია პრაქტიკულად გრძელდება სიცრუის ტირაჟირება და მათ შორის, სამწუხაროდ იმიჯის დამაზიანებელი განცხადებები გვესმის
როგორ შეიძლება 2 წლის განმავლობაში, ვერ მოხერხდა, რომ ერთი მტკიცებულება მაინც დადებულიყო და ყველას გვენახა და გვეთქვა რომ დიახ, ეს თურმე ასე ყოფილა.
შეუცდომელი იყო მაცხოვარი, წერტილი”, – ამბობს ალუდა ღუდუშაური.
ინფორმაციისთვის, ო’ბრაიენის თქმით, საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც სანქციების გვერდის ავლის პრობლემას იწვევენ.
POLITICO აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორ, ჯიმ ო’ბრაიენზე დაყრდნობით წერს, რომ საკვანძო მიკროჩიპებისა და ელექტრონიკის ექსპორტი, რომელიც რუსეთს სჭირდება “ომის მანქანისთვის”. მიზეზი, ისაა, რომ რუსეთი უკეთ არიდებს თავს სანქციებს.
ო’ბრაიენის თქმით, პრობლემა ისაა, რომ ევროპული კომპანიები ყიდიან პროდუქციას სხვა ქვეყნებში, რომლებიც, თავის მხრივ, მასალებს რუსეთში ყიდიან.
“ამ წლის დასაწყისისთვის რუსეთს შეეძლო ელექტრონიკის გარკვეული ძირითადი კატეგორიების რეიმპორტი დაახლოებით ომამდელ დონეზე”, – განუცხადა ო’ბრაიენმა Playbook-ს ECFR ღონისძიებაზე, რაც გულისხმობს ჩიპებს, პროცესორებსა და ინტეგრირებულ სქემებს, რომლებიც თანამედროვე იარაღის დამზადებისთვის გასაღებია.
მან თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა გამოავლინა განსაკუთრებით 5 ქვეყანა, რომლებიც იწვევენ გვერდის ავლის პრობლემას: თურქეთი, ყაზახეთი, საქართველო, არაბთა გაერთიანებული საამიროები და სომხეთი.
ევროკავშირის ქვეყნები მუშაობენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტზე, რომელიც ფოკუსირებული იქნება არსებული სანქციების გვერდის ავლის შემთხვევებზე და მოიცავს ახალ მექანიზმს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის.
POLITICO წერს, რომ კახოვკის კაშხლის აფეთქებამ დამატებითი გრძნობა გააჩინა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე შეთანხმების საპოვნელად, თუმცა გამოცემას 4-მა დიპლომატმა განუცხადა, რომ ოთხშაბათს ევროკავშირის ელჩების შეხევდრაზე პოლიტიკური შეთანხმება არ შემდგარა.
ევროკავშირის ელჩები კვლავ განიხილავენ წინადადებას მომავალ ოთხშაბათს, 14 ივნისს, იმ იმედით, რომ შეთანხმებას მიაღწევენ.