კირჩხიბი
კირჩხიბი ზოდიაქოს ყველაზე სანდო და დაუცველი ნიშანია. მას ბრმად სჯერა, რომ მის გარშემო მხოლოდ კეთილი და გულწრფელი ხალხია, ამიტომ ნაცნობები ხშირად მის ხარჯზე ცხოვრობენ და მოგების ნახვას ცდილობენ. ყველაზე შეურაცხმყოფელი ის არის, რომ კირჩხიბის მგრძნობიარე, დამყოლ ხასიათს იყენებენ ის ახლობლებიც, რომლებისიც მას ბრმად სჯერა. ამავდროულად, თავად ნიშნის წარმომადგენლები არასოდეს იყენებენ ტყუილსა და მანიპულაციებს საკუთარი სარგებლისთვის, ასევე არ ცდილობენ თავის გამართლებას და ყოველთვის მშვიდად აღიარებენ შეცდომებს.
ლომი
შეიძლება ძალიან უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ამბიციური ლიდერის ნიღბის ქვეშ იმალება დაუცველი და მგრძნობიარე ლომი, რომელიც არასოდეს იტყვის უარს დახმარებაზე და უკანასკნელის გაცემას ისე დასთანხმდება, რომ არც დაფიქრდება. ამავდროულად, დანარჩენებისგან ღიაობას და გულწრფელობას ელის და თუ ნიშნის წარმომადგენელი მიხვდება, რომ მოტყუების ან მანიპულაციის მსხვერპლი გახდა, შურისძიებას შეეცდება და ეს შურისძიება მართლაც საშინელი იქნება.
მშვილდოსანი
მტკიცე და მიზანდასახული მშვილდოსანი ადვილად პოულობს საერთო ენას სხვადასხვა ადამიანთან. ცეცხლის ეს ნიშანი გამოირჩევა კომუნიკაბელურობით, იუმორითა და, როგორც წესი, ირგვლივ ყველას იზიდავს. მშვილდოსნის ნაცნობებს შორის შეიძლება აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც გამოიყენებენ მის სიკეთეს, გულუბრყვილობასა და ხელგაშლილობას. საქმე ისაა, რომ ზოდიაქოს ეს ნიშანი კარგად ვერ ცნობს ტყუილს და ხშირად ვერ ამჩნევს, როგორ მანიპულირებენ მასზე. ნდობისადმი მიდრეკილება მშვილდოსანთან სასტიკ ხუმრობას თამაშობს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ფულს ეხება. მხოლოდ ზრდასრულ ასაკში ადგენს მშვილდოსანი თავის „ფილტრს“ და სწრაფად წყვეტს არასაჭირო ადამიანებთან კონტაქტს.
სასწორი
ნიშნის წარმომადგენელი სამართლიანი და პატიოსანია გარშემომყოფებთან, გამოირჩევა საიმედოობითა და კარგი ბუნებით. ის არ ატყუებს სხვა ადამიანებს და ელის იმავე დამოკიდებულებას საკუთარი თავის მიმართაც. სამწუხაროდ, იშვიათად ხდება, რომ სასწორის ნაცნობებისა და მეგობრების წრეში არ იყვნენ ისეთები, რომლებიც “კისერზე დაჯდომას” არ ცდილობენ. მიუხედავად უარყოფითი ცხოვრებისეული გამოცდილებისა, სასწორი უარს ამბობს უარესის რწმენაზე და აგრძელებს უპირობო ნდობასა და სიყვარულს. ამიტომაც, ხშირად ისევ მოტყუებული და იმედგაცრუებული რჩება.
თევზები
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელს აქვს კარგად განვითარებული ინტუიცია, მაგრამ თევზები მას იშვიათად უსმენენ, ამიტომ ხშირად ხვდებიან მატყუარა და მანიპულატორი ადამიანების წრეში. თევზების ნიშნის წარმომადგენელი ბუნებით იდეალისტია და ხშირად მხოლოდ პოზიტიურ რაღაცებს ხედავს ადამიანში. ეძებს სიკეთესა და სიყვარულს. სწორედ ამის გამო შესაძლოა ხშირადვე აღმოჩნდეს მოტყუებული.
ავტორი