“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, დადასტურდა, რომ საქართველოში კადიროველები არ იმყოფებოდნენ.
კობახიძე ამბობს, რომ გავრცელებული ფოტოები არ უკავშირდება იმ პერიოდს, როცა რუსულნომრიანი მანქანები საქართველოში იმყოფებოდნენ.
“რეალურად დადასტურდა, რომ კადიროველების ყოფნა საქართველოში იყო ტყუილი. არავითარი კადიროველების ყოფნა არ დადასტურებულა. მარტივი ტყუილი გაავრცელეს, მათ შორის გაავრცელეს ფოტოები იარაღით მყოფი ადამიანების, რომელიც აღმოჩნდა, რომ საერთოდ არ უკავშირდებოდა იმ პერიოდს, როდესაც ეს ავტომობილები დაფიქსირდება საქართველოში”, – თქვა კობახიძემ ჟურნალისტებთან.
ცნობისთვის, 3 ივნისს სოციალური ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, როგორ გადაადგილდება რუსულნომრიანი ესკორტი ქვეყნის მასშტაბით. ესკორტი, სავარაუდოდ, რამზან კადიროვის გარემოცვის წევრის, ჩეჩენი ბიზნესმენის, ასლანბეგ ახმედხანოვისაა.