Wagner PMC-ის მფლობელმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მისი ჯგუფი არ გააფორმებს კონტრაქტებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, უკრაინის ფრონტზე ყველა „მოხალისე რაზმმა“ 1 ივლისამდე უნდა გააფორმოს კონტრაქტები დეპარტამენტთან.
პრიგოჟინმა ამის საპასუხოდ თქვა, რომ “შოიგუ ნორმალურად ვერ მართავს სამხედრო ფორმირებებს” და მისი განკარგულებები არ ვრცელდება PMC “ვაგნერზე”.
პრიგოჟინის თქმით, ვაგნერის PMC არის “ორგანულად ჩაშენებული რუსული ძალების საერთო სისტემაში”, ექვემდებარება “რუსეთის ფედერაციის და უზენაესი მეთაურის ინტერესებს” და კოორდინაციას უწევს თავის მოქმედებებს გენერალ სერგეი სუროვიკინთან.