უმძიმესი ავარია მოხდა 11 ივნისს გეგუთი-ქუთაისის გზაზე.
თვითმხილველთა ინფორმაციით, ქუთაისისკენ მიმავალ შინდისფერ “ნივას” მოულოდნელად უკნიდან თეთრი ფერის “მერსედესის” მარკის ავტომობილი იმდენად ძლიერად შეეჯახა, რომ მანქანა გზიდან გადააგდო და ძალიან დააზიანა.
ავტოსაგზაო შემთხვევას “ნივაში” მყოფი 12 წლის მოზარდის, ანამარია ბაბუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ასევე დაშავებულია, მისი ოჯახის სამი წევრი – მამა, ბებია და მისი პატარა და.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.