რუსეთმა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მშობლიურ ქალაქზე, კრივი-რიჰზე ღამით იერიში მიიტანა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია 6 ადამიანი.
„რუსეთი აგრძელებს ომს საცხოვრებელი კორპუსების, ჩვეულებრივი ქალაქების და ხალხის წინააღმდეგ“, _ წერს უკრაინის პრეზიდენტი Telegram-ზე.
ის სამძიმარს უცხადებს „ყველას, ვინც დაკარგა საყვარელი ადამიანები“ და ამბობს, რომ „ტერორისტებს არასოდეს აპატიებენ“.
ზელენსკი დასძენს, რომ დამნაშავეები პასუხისმგებელნი იქნებიან ყველა რაკეტის გაშვებისთვის.