“დღეს ერთი კარგი ბიჭი დავკრძალეთ – კაიფში გაიპარა, მასთან ერთად კიდევ ერთი გაიპარა, ხოლო ორნი რეანიმაციაში არიან ან გადარჩებიან ან არა!
– რომელი უფრო დიდი პრობლემაა ბავშვების უცხოელ წყვილებზე (თუნდაც გეებზე ) გასხვისება თუ ნარკოტიკის გამყიდველებთან ბრძოლა?!
– რატომ არის ჩემს ქვეყანაში 20 ლარად ხელმისაწვდომი ნარკოტიკი რომლისგანაც პანტა-პუნტით იღუპებიან ახალგაზრდები? რატომ არაფერს არ შვრება შსს? რატომ არ ებრძვიან ნარკომანიას და რატომ არ კონტროლდება საზღვარი? რატომ მფარველობენ ძალოვანები ბარიგებს? რატომ არ გადის ტელევიზიებით სოციალური რეკლამა ნარკოტიკების საწინააღმდეგოდ?
– ნარკოტიკი და ნარკომანიასთან ბრძოლა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემაა თუ ლგბტ-ები, ერთსქესიანთა ქორწილი და ბავშბევის გასხვისების აკრძალვა??? მე მგონი საზოგადოებამ უნდა გადააფასოს ფასეულობები… მგონი უპრიანი იქნება შევინარჩუნოთ არსებული, მოვუაროთ ხელი შევუწყოთ, ვიზრუნოთ ვიდრე ტელეკამერების წინ თავი მოვიწონოთ ეკონომიკური ზრდით ან საშუალო ხელფასის ზრდით ან საწვავზე ფასის კლებით… საერთოდ სხვაგანაა მთავრობა და საერთოდ სხვა საჭიროებებია მოსახლეობაში. ხელისუფალს არ ესმის ან არ უნდა გაიგოს რეალური პრობლემა, მხოლოდ პოპულიზმი!
Ps ნახევარი საქართველო მკურნალობს მეტადონის პროგრამაში… წლებია მკურნალობენ. კითხვა მაქვს – ვის გაუგია ან სად ხდება მეტადონის პროგრამაში 2-3-4 წელი ყოფნა? საზღვარგარეთ მაქსიმუმ 9 თვე გააჩერონ, ჩვენთან 4 წელი “მკურნალობენ”… კი არ მკურნალობენ აკონტროლებენ, მართავენ!” _ წერს სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი ლადო სადღობელაშვილი.