კომპანია ბახვი ჰესის მენეჯმენტმა, დამატებითი კვლევის სახით ადგილობრივი კლიმატის და მასზე შესაძლო გავლენის კვლევა საერთაშორისო ექსპერტს, ფრანგული კომპანია Alpage-ს დამფუძნებელსა და მთავარ მკვლევარს პიერ ბიდერმანს დაუკევთა.
კლიმატის კვლევის დასკვნა:
- ბახვი 2 ჰესის შეგუბებები (ბახვი 2ა – 0.09 ჰექტარი და ბახვი 2ბ – 0.04 ჰექტარი), იმდენად მცირე ზომისაა, რომ ვერ მოახდენენ არსებული კლიმატის ცვლილებას და მით უფრო ვერ იქონიებენ რაიმე სახის ზეგავლენას ნისლზე, მის წარმოქმნასა თუ გაქრობაზე;
საერთაშორისო ექსპერტის ანგარიშის დასკვნით ნაწილში წერია:
- კვლევის შედეგების გათვალისწინებით ბახვი ჰესის მშენებლობას და ოპერირებას არ შეიძლება ჰქონდეს გაზომვადი ან მნიშვნელოვანი ზემოქმედება საპროექტო ტერიტორიასთან ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტების მაკრო ან მიკროკლიმატზე, ან უფრო ფართოდ მდინარე ბახვისწყლის წყალშემკრებ აუზზე;
- იქიდან გამომდინარე, რომ მაკრო და მიკროკლიმატზე ბახვი ჰესის მიერ რაიმე სახის და მით უმეტეს მნიშვნელოვანი, უარყოფითი ზემოქმედება არ დასტურდება, პროექტს არ ესაჭიროება რაიმე სახის შემარბილებელი ღონისძიებების განხორციელება კლიმატის საკითხთან მიმართებაში.
გთხოვთ კვლევის სრული დოკუმენტი იხილოთ აქ:
ბახვი 2 – დანართები.zip – Google Drive |