ორშაბათი მძიმე დღეა. ზოგჯერ არის სიტუაციები, როდესაც სამსახურში კონფლიქტური სიტუაცია იქმნება, კოლეგები თქვენს აზრს არ ითვალისწინებენ, უფროსი ცდილობს საკუთარი ნება მოგახვიოთ თავს. ნეგატივი, ნეგატივი და კიდევ ერთხელ ბევრი ნეგატივია გარშემო. როგორ გინდათ ასეთ სტრესულ სიტუაციაში შეინარჩუნოთ ოპტიმისტური განწყობა და დარჩეთ პოზიტიური?
ნუ მიიღებთ თქვენ თავზე
დაძაბული სიტუაცია ოფისში, თანამშრომლებს შორის კონფლიქტები ხშირად მოქმედებს თქვენზეც. ნუ მიიღებთ საკუთარ თავზე ამ ნეგატიურ განწყობას. გამიჯნეთ მისგან თქვენი თავი. წარმოიდგინეთ, რომ უსაფრთხოების სკაფანდრით ხართ, სადაც როგორც ჭუჭყი და მტვერი, ისე ვერ აღწევს ხმაური და კონფლიქტები.
იყავით მადლიერი იმის გამო, რაც კარგადაა
დღეს თუ რაღაც არ გამოდის, ხომ არსებობს თემები, რომელშიც სიტუაცია მართვას ექვემდებარება და სიმშვიდე გაქვთ? გაიხსენეთ სახლში შინაურები გელიან, შვილებს ერთი სული აქვთ თქვენს დაბრუნებამდე. სამსახურის მერე შეყვარებულთან პაემანი გელით. მოკლედ, იყავით მადლიერი და ეს იქნება თქვენთვის ათვლის წერტილი.
გახსოვდეთ ყველას თავისი გზა აქვს
თუკი კოლეგამ დღის მანძილზე კონფლიქტში მაინც ჩაგითრიათ, შეფმა საყვედური მოგცათ, დაფიქრდით.
ავტორი