საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე, თორნიკე რიჟვაძის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და წერს:
“და კიდო… ჩიტო გვრიტო მარგალიტო, ალიფაშამ გვიღალატა და ბროლის ყელსა მოგეხვიე… აპაა
ვინ დაგვწყევლა ჩემი კაი, ბიჯო, ვიიინ?”
ცნობისთვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ დღეს მთავრობის სხდომაზე თქვა:
„ვისაც ჩემი ფლეილისტი გაინტერესებთ, სამი სიმღერა მიყვარს ყველაზე მეტად: ერთი მიყვარს „საქართველოო ლამაზო“, ერთი მიყვარს „წვიმა მოგონებებს ასველებს“ და მესამე მიყვარს „ერთხელ გაკოცებ და წავალ“.