ბაფალო ბილი, რომლის ნამდვილი სახელი და გვარია უილიამ ფრედერიქ ქოუდი (1846-1917), ამერიკის შეერთებული შტატების არმიის პოლკოვნიკი, მზვერავი, დილიჟანსის გამცილებელი, ბრწყინვალე მსროლელი, მოჯირითე და ბიზონებზე მონადირე იყო. ბაფალო ბილი თავისი დროის მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ამერიკელი გახლდათ და მას კონკურენციას ვერ უწევდნენ ისეთი პიროვნებები, როგორც მარკ ტვენი და პრეზიდენტი თეოდორ რუზველთი.
მან არა მარტო გურულ მოჯირითეებზე მოახდინა შთაბეჭდილება: ბაფალო ბილი და მისი შოუ შთაგონების წყაროდ იქცა ბევრი ადამიანისთვის, მაგალითად, მაშინ ჯერ კიდევ უცნობი ბრემ სთოქერისათვის, რომელმაც ,,ველური დასავლეთის” ნახვის შემდეგ უკვდავი ,,დრაკულა” შექმნა (!).
ფრანგი მხატვარი ანიმალისტი როზა ბონერი (1822-1899) ისე აღფრთოვანდა ველური დასავლეთის შოუს ნახვით, რომ შექმნა ბაფალო ბილის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პორტრეტი, ასევე შოუს მონაწილეთა პორტრეტები.
პოლ გოგენი ეწვია ბაფალო ბილის შოუს, რომელიც 1889 წელს პარიზში გამოდიოდა, მან შექმნა ამერიკელი ქაუბოების, ინდიელებისა და ცხენების ჩანახატები. მხატვარზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბაფალო ბილმა, გარეგნულად რომ დამსგავსებოდა მას, მოუშვა თმა და ატარებდა სტეტსონის ქაუბოის ქუდს, რომელიც იქვე სუვენირების მაღაზიაში იყიდა. „[მე] ველურივით დავდივარ, გრძელი თმით“, _ წერდა გოგენი მომდევნო ზაფხულს საფრანგეთის ზღვისპირა ქალაქ ლე პულდუდან. ”მე გამოვთალე ისრები… და ვისვრი მათ ისევე, როგორც ბაფალო ბილი.”
ასევე ამბობენ, რომ ქოუდის მიბაძვით მან დაიწყო საკუთარი თვალსაწიერის გაფართოება, რაც მდგომარეობდა ახალი მიწების ,,აღმოჩენაში“ (გაიხსენეთ ტაიტი).
ავტორი