მაინერების კომპანიას ელ.სადენი მოპარეს. შემთხვევა რუსთავში მოხდა. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მეგობრობის გამზირზე, სასტუმროს მიმდენარე ტერიტორიიდან, ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი მაღალი ძაბვის, 40 მეტრამდე ელ. სადენი ორმა კაცმა მოიპარა.
ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა სამართალდამცავებისთვის. ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 2 ბრალდებული.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.