„არანაირი ინფორმაცია შსს-ს ჩემთვის არ მოუწოდებია და სიმართლეც გითხრათ, ეს მუხლი არის სრული აბსურდი და ამაზე საუბარში დროის დახარჯვა ზუსტად ისეთ სისულელედ მიმაჩნია, როგორიც თავად ეს მუხლია,” – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა, ლუკა შველიძემ.
“დღეს ვარ დაზარალებულის სტატუსით მოსული აქ, უნდა მივცე ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა ჯავახიშვილის უნივერსიტეტში, როგორ გვცემდნენ სტუდენტებს და როგორ ცდილობდნენ ჩვენთვის მოეყენებინათ ფიზიკური დაზიანება. რაც შეეხება იმ მუხლს, მე ვფიქრობ, რომ სრული აბსურდი არის, არანაირად არ ვეთანხმები და არანაირი ინფორმაცია არ მოუწოდებია შსს-ს ჩემთვის, არც ვიცი და სიმართლე გითხრათ აბსურდული მუხლი მგონია და არ ვაპირებ ამაზე საუბარში დრო დავხარჯო.
როდესაც მივედით, ბანერების გაშლა გვინდოდა მდუმარედ, მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვა, ვიყავით რამდენიმე ადამიანი, დაგვხვდა ვიღაც წვერიანი პიროვნება, ჩვენზე ასაკით დიდი პიროვნება, შემდეგ დარეკა, რომ აქ რაღაც აქციას აწყობენ, გამოვიდა 20-მდე ადამიანი და პირდაპირი მოწოდება იყო ასეთი, რომ ამას ურტყით და დამესივნენ მე, მომაქციეს წრეში და დაიწყეს ჩემი ცემა, ვინც ცდილობდა, რომ ხელი შეეშალათ და გამოვეყვანე, მათ ხელს კრავდნენ და კიბეებზე აგორებდნენ, რაც კადრებშიც ძალიან კარგად ჩანს.“ – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა, ლუკა შველიძემ.