ჭავჭავაძის გამზირზე ლევან ბერძენიშვილს თავს დაესხნენ და კვერცხები ესროლეს. ინფორმაციას “ტაბულას” ჟურნალისტი ცისია კირვალიძე ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, უცნობი პირი ბერძენიშვილს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, აგინებდა და მოღალატეს უწოდებდა.
“5 წუთის წინ ჭავჭავაძეზე ჩემ თვალწინ დაესხნენ თავს ლევან ბერძენიშვილს – ახალგაზრდა ბიჭმა კვერცხები ესროლა და მოღალატე ეძახა.
ამას ახალისებს ქართული ოცნება თავისი მართული ბნელებით და ყველა იმ ადამიანით, ვისაც ჰგონია, რომ ერეკლე მეფე უნდა დაიცვას ბერძენიშვილისგან. ძალიან შემრცხვა”,_ წერს ცისია კირვალიძე.