ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურზე გამაგრილებლის აფეთქების საფრთხე არსებობს. ამის შესახებ pravda-ს ინფორმაციით, მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფრომა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა.
მისი თქმით, ოკუპანტებმა გამაგდილებელი დანაღმეს.
“სამწუხაროდ ამ დროისთვის არსებობს გარკვეული საფრთხე აფეთქების ან უბედური შემთხვევის, რადგან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რჩება ოკუპანტების დროებითი კონტროლის ქვეშ”,_ განაცხადა ბუდანოვმა.
მისი თქმით, კახოვსკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურებით, რუსებმა გაანადგურეს წყლის ნორმალური წვდომა გამაგრილებლებთან, რომლებიც მუშაობენ ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე.
გარდა ამისა, ამ დროის განმავლობაში, რაც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსი ოკუპანტების ხელშია, ის დამატებით დანაღმეს. კერძოდ, დანაღმული იყო ქულერი.
“თუ აფეთქებით გააუქმებენ გამაგრილებელს, დიდია ალბათობა, რომ მნიშვნელოვანი პრობლემები წარმოიქმნას“, – განაცხადა ბუდანოვმა.