თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბარში ცენტრალური კრიმინალური პოლიცია სპეცოპერაციას ატარებს. არსებული ინფორმაციით, საქმე ტურისტებისთვის დიდი ოდენობით თანხების თაღლითური სქემით გამოძალვას ეხება.
“მთავარი არხის” ინფორმაციით, საქმეზე დაკავებულია 10-მდე ადამიანი.
დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.