ძლიერი წვიმის შედეგათ, რიკოთზე ჩამოსულმა მიწის შვავმა მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვია,_ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
“საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 169 კმ-ზე ( რიკოთის მონაკვეთი) ძლიერი წვიმის შედეგათ რამდენიმე ადგილზე ჩამოსულმა მიწის შვავმა შეაფერხა საავტომობილო მიმოსვლა
ამ დროისათვის მიმდინარეობს აქტიური გაწმენდითი სამუშაოები , რათა უმოკლეს ვადებში სრულად აღდგეს საავტომობილო მოძრაობა”,_ ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.