“ხაბეიშვილი შოტლანდიაში საფეხბურთო მატჩის წინ შექმნილ პრობლემებს აგვარებდა და დაბრუნდა?”, – ასე გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ „ნაცმოძრაობას“ ოპოზიციასთან გაერთიანება არ სჭირდება.
“ლევან ხაბეიშვილი დაბრუნდა შოტლანდიიდან? მე როგორც ვიცი, შოტლანდიაში იყო და იმ პრობლემებს აგვარებდა, რაც საფეხბურთო მატჩის წინ შეიქმნა, წვიმის გამო და დაბრუნებულია? არ ვიცი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.