არიან ადამიანები, რომლებიც არ ჭამენ საღამოს 7 საათის შემდეგ და არიან ისეთებიც, რომლებიც რეგულარულად ვახშმობენ საღამომდე, მაგრამ რომელი ჯგუფია მართალი? – ამის შესახებ სტატიას FORTUNE აქვეყნებს.
როგორც ირკვევა, არც ერთი. კლივლენდის კლინიკის ადამიანის კვების ცენტრის რეგისტრირებული დიეტოლოგის, კაილა კოპპის თქმით, არ არსებობს იდეალური დრო დღის ბოლო საჭმელად. გარდა ამისა, უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რასაც ჭამთ, ვიდრე ჭამის დრო.
”არ არსებობს კვლევა, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ უფრო ჯანსაღია ადრეული ვახშმის მირთმევა, ვიდრე გვიან ღამით. წონის მომატებას ცდილობთ თუ დაკლებას, ნამდვილად აქვს მნიშვნელობა იმას თუ რამდენ კალორიას მოიხმართ და არა აუცილებლად ამ კალორიების მიღების დროს“,_ ამბობს ის.
კოპპი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, სამ ან ოთხ საათზე მეტი ადამიანი მშიერი არ დარჩეს. მაგალითად, თუ ლანჩს შუადღისას მიირთმევთ, კარგი იქნება, მიირთვათ 15:00 საათზე და ვახშამი 18-დან 19 საათამდე.
თუმცა, თუ თქვენ გაქვთ მიდრეკილება გულძმარვისკენ ჭამის შემდეგ, მაშინ შეიძლება ისარგებლოთ ადრეული ვახშმით. ტიპი 2 დიაბეტის მქონე ადამიანებს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ ადრეული ვახშმით, რადგან გვიან ვახშამმა შეიძლება გამოიწვიოს დიაბეტის გართულებები. გვიან ღამით ჭამამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს ცხიმის შემცველობის გაზრდა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიმსუქნის მაღალი რისკი.
ზოგადად, ექსპერტები გვირჩევენ, რომ ვახშმის მიღებიდან სამი ან ოთხი საათის შემდეგ დავიძინოთ.
„თქვენი ცირკადული რიტმი დიდ როლს თამაშობს, როდესაც საქმე ეხება შიმშილის ნიშნებს. ამის გამო, უმჯობესია საუზმე, ლანჩი და ვახშამი მიირთვათ თანმიმდევრულად, რეგულარულად ყოველდღე, საჭმლის გამოტოვების გარეშე”,_ ამბობს კოპპი და აღნიშნავს, რომ რეგულარული ძილი და კვება ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია.
„ხარისხიანი ძილი არის საფუძველი, რომელზედაც შენდება ოპტიმალური ჯანმრთელობა. მაშინაც კი, თუ საუკეთესოდ იკვებებით და ვარჯიშობთ, სათანადო ძილის გარეშე მათი სარგებელი მნიშვნელოვნად შემცირდება“, – ამბობს დოქტორი აბჰინავ სინგჰი, ინდიანას ძილის ცენტრის სამედიცინო დირექტორი, SleepFoundation.org-ის ექსპერტი და წიგნის „ძილის სამკურნალოდ: 7 მარტივი ნაბიჯის“ თანაავტორი.
„ძილი მნიშვნელოვანია მეტაბოლური ჯანმრთელობისთვის, იმუნური ჯანმრთელობისთვის, კუნთების აღდგენისთვის, ტვინის ოპტიმალური ფუნქციონირებისთვის და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის”,_ ამბობს ის.
რა ვჭამოთ სადილზე
დაბალანსებული კვების უზრუნველყოფისთვის, კოპის რჩევაა, რომ ადამიანებმა გამოიყენონ “ჯანსაღი თეფშის მეთოდი”, რომელიც შეიძლება მაგალითად, ასე გამოიყურებოდეს:
„ნახევარი თეფში შერეული სალათი, ერთი სუფრის კოვზი მაიონეზიანი ვინეგრეტით, ერთი ჭიქა ყავისფერი ბრინჯი და ოთხი უნცია შემწვარი ქათამი. დესერტად სცადეთ ხილის პორცია, როგორიცაა ერთი ჭიქა შერეული კენკრა ან პატარა ფორთოხალი“.