გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ზოგიერთ რეგიონში, უახლოესი დღეების განმავლობაში იწვიმებს. მოსალოდნელია ელჭქი და სეტყვაც.
„ამ კვირის განმავლობაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. 1 ივლისის ჩათვლით საქართველოს უმეტეს რაიონში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. 29 ივნისიდან 1 ივლისამდე მაღალია ელჭექისა და სეტყვის ალბათობა. დროგამოშვებით იქნება ძლიერი ქარი.
ხვალ, დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა დაიკლებს 25 გრადუსამდე. 29 ივნისს, ჰაერის ტემპერატურა შედარებით მოიმატებს დასავლეთ საქართველოში და 3 გრადუსით დათბება. აღმოსავლეთ საქართველოშიც 30 გრადუსამდე დათბება.
ერთი კვირა ასეთი არამდგრადი ამინდებია, დროგამოშვებით გამოიდარებს“, _ აცხადებენ სააგენტოში.