თედოწმინდასთან, მდინარე ლიახვში 22 წლის ბიჭს ეძებენ.
არსებული ინფორმაციით, მდინარეში ახალგაზრდა თავად შევიდა და დინებამ წაიღო.
ადგილობრივების თქმით, ბიჭი თედოწმინდელი არ არის.
ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური და სასწრაფო დახმარების ბრიგადა, _ ინფორმაციას mozaikanews.ge ავრცელებს.