ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. მდინარე ადიდდა და რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულებში საუბნო გზები დაიტბორა და მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა.
ასევე, ხარაგაულში წყალმა ლიანდაგი დატბორა და რამდენიმე საათის განმავლობაში ზუგდიდი-თბილისისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლები გაჩერებული იყვნენ.
ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და სამუშაოები წყლის დონის დაკლებისთანავე დაიწყება.