ზუგდიდში, 13 წლის მოზარდზე სექსუალური დანაშაულის ბრალდებით 50 წლის კაცი დააკავეს.
ამბავი მას შემდეგ გახმაურდა, რაც დედამ ბავშვი, ტკივილების გამო, კლინიკაში წაიყვანა. გაირკვა, რომ ბავშვი სამი თვისა და ორი კვირის ორსულია.
როგორც ცნობილია, მშობელმა პოლიციას არ მიმართა და ბავშვისთვის აბორტის გასაკეთებლად ქუთაისის კლინიკაში წავიდა. სამართალდამცველები საქმის კურსში ექიმებმა ჩააყენეს.
ოჯახები ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობენ. ბავშვმა და დედამ პოლიციას ჩვენება უკვე მისცეს, მოზარდს ჩაუტარდა ექსპერტიზა.
“პრაიმტაიმი”