მტკვარში გაუჩინარებულ 14 წლის მოზარდს მაშველები მესამე დღეა ეძებენ. სამძებრო სამუშაოები რუსთავში, მტკვარში მეცამეტე მიკრაიონიდან ჰესამდე მიმდინარეობს.
“გურია ნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ ამ დროისთვის სიახლე ჯერ არ არის, თუმცა სამძებრო სამუშაოები გრძელდება.
სამძებრო სამუშაოებში ჩართული არის 24 კაციანი ჯგუფი 2 მცურავი საშუალებით, ასევე თბილისიდან განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების 7 კაციანი ჯგუფია ჩართული, მათ შორის 2 მყვინთავი.
კითხვაზე, ხომ არ არის მოსალოდნელი ძებნის არეალის გაფართოება, საგანგებო სიტუაციების პრესსმასახურში გვპასუხობენ, რომ ამის შესახებ გადაწყვეტილება მაშველებმა უნდა მიიღონ.
ინფორმაციისთვის, 28 ივნისს, XIX მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარში მოზარდთა ჯგუფი ცურვის მიზნით შევიდა, რის შემდეგაც ერთ-ერთი წყლის დინებამ გაიტაცა და უკან გამოსვლა ვეღარ მოახერხა.
ავტორი