უკრაინის თავდაცვის ძალებმა გასულ კვირას გაათავისუფლეს რუსი დამპყრობლებისგან 9 კვ კმ აღმოსავლეთით და 28 კვ კმ-ზე მეტი სამხრეთით,_ ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა გაავრცელა.
მისი თქმით, ქვეყნის აღმოსავლეთში შეტევითი და თავდაცვითი ოპერაციები მიმდინარეობს. თავდაცვის ძალები მოძრაობენ ბახმუტის მიმართულებით, ხოლო რუსეთის შეიარაღებული ძალები აგრძელებს შეტევას ლიმანის, ავდიევკასა და მარინკას მიმართულებით.
„მტერი ცდილობს განდევნოს ჩვენი ჯარები დაკავებული პოზიციებიდან, მაგრამ იღებს ძლიერ პასუხს. ახლა იქ მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. გასული კვირის განმავლობაში, ოპერატიული (ტაქტიკური) პოზიციის გაუმჯობესების და ფრონტის ხაზის გასწორების შემდეგ, გათავისუფლდა ტერიტორია. გაიზარდა 9 კვადრატული კილომეტრით“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.