დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა კვლავ ჩხუბით დაიწყო.
ნაციონალმა დეპუტატმა თათია ნიკოლაშვილმა სხდომაზე მოიტანა ფოტო სურათები, რომელიც გადაღებულია კურორტ ურეკის ზონაში და იქ არსებულ პრობლემებზე საუბარი დაიწყო.
_ ეს კადრები ურეკის რეალობაა. ხალხი ტურისტებს ვერ ღებულობს. დატბორილია ქუჩები. აი, აქამდე მიიყვანეთ თქვენ მდგომარეობა. გარე განათება არაა, სანიაღვრე არხები არაა. ხალხის პრობლემებზე გესაუბრებით. როდის ექნება ამ ხალხს ნორმალური პირობები, რომ ზაფხულში შემოსავალი მიიღონ ? _ არ ცხრებოდა ნიკოლაშვილი.
_ ნუ ყვირიხარ! როდესაც ტურისტულ სეზონზე საუბრობთ, მაცალეთ, გამოვალ და ვისაუბრებ. როდის დაიკეტა სანიაღვრე არხები? 2008 წლამდე და გეყოფათ ახლა! გეუბნებით ვისი ბრალიცაა და არ გესმით და როგორ უნდა შეგასმინოთ ?_ მიმართა ნიკოლაშვილს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, გიორგი ღურჯუმელიძემ.
ნიკოლაშვილი კი ოცნების წევრებს ახსენებდა, რომ ურეკის მოსახლეობა მათი ამომრჩეველი იყო.
“ჩადით, გაესაუბრეთ. ისინი იყვნენ თქვენი ამომრჩევლები”,_ ამბობდა ნიკოლაშვილი.
ღურჯუმელიძემ კი თქვა, რომ საკითხის შესახებ ისაუბრებდა.
ავტორი