“გუშინ ოზურგეთში შესანიშნავი საღამო ჩატარდა, ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი ,,ჩვენ მშვიდობა”. 7 ქვეყნის სასიმღერო და ქორეოგრაფიული ანსამბლები მონაწილეობდნენ ქართულ ფოლკლორულ ანსამბლებთან ერთად, ადგილობრივებიც საკმაო რაოდენობით იყვნენ წარმოდგენილები. იყო ვაჭრობაც, ღვინოების დეგუსტაციაც. ხალხიც საკმაო რაოდენობით იყო, მაგრამ ისევ და ისევ უკმარისობის გრძნობა გრჩება ადამიანს. ამ შესანიშნავ საღამოს საერთოდ არ ეტყობოდა ორგანიზატორის არსებობა, გარეშე მაყურებელი იყო ძალიან ცოტა, ფაქტიურად მონაწილეები და მათი მხლებლები იყვნენ მოედანზე. არსად არ იყო წინა დღეებში რაიმე აფიშა ღონისძიების მაუწყებელი, სპეციალურად ვნახე და არც მერიის ოფიციალურ გვერდზე არაა რაიმე განცხადება. ოზურგეთის მერია, საკრებულო, არსებობს თქვენთან პიარის სამსახური? რასაც აკეთებთ, ის მაინც მიიტანეთ ხალხამდე. არადა მოენატრა ხალხს პოზიტივი, დაიღალა ამდენი საკრებულოს სხდომებზე ერთმანეთში ჩხუბით და მერე ამის განხილვით”,_ წერს ფეისბუქ გვერდზე ოზურგეთელი კოლორიტი გია სიხარულიძე.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved