საქართველო გამოირჩევა გასაოცარი ზღვისპირა ქალაქებით, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული დანიშნულება ბათუმია, ქალაქი, რომელიც ადგილობრივ და უცხოელ სტუმრებს დაუვიწყარ გამოცდილებას სთავაზობს. თვარწარმტაცი არქიტექტურით დაწყებული ქვიშიანი პლაჟებითა და ცოცხალი ღამის ცხოვრებით დამთავრებული, ბათუმი მრავალფეროვანი პრეფერენციების ადამიანებს საუკეთესო დასვენებას ჰპირდება. იმისათვის, რომ თქვენი ვიზიტით მაქსიმალურად კმაყოფილი დარჩეთ და საკუთარი ტემპით შეიცნოთ ბათუმი მანქანის დაქირავება საუკეთესო გადაწყვეტილებაა. მანქანის დაქირავება არა მხოლოდ უზრუნველყოფს თქვენს კომფორტს, არამედ საშუალებას გაძლევთ დაათვალიეროთ ახალი ადგილები მანქანის ქირაობის ყველაზე დაბალი ტარიფით. ჩვენს სტატიაში აღმოაჩენთ ბათუმის ცნობილ ღირსშესანიშნაობებს, რომლებიც შესაძლებლობას მოგცემთ გაეცნოთ ქალაქის ხიბლსა და ისტორიას.
ბათუმის ბულვარი ქალაქის დათვალიერება ბათუმის ბულვარში გასეირნებით უნდა დაიწყოთ. პალმებით, ფერადი ყვავილებითა და სასიამოვნო კაფეებით სავსე ბულვარი ზღვის ულამაზეს ხედებს გთავაზობთ, ის საუკეთესო ადგილია ფეხით ან ველოსიპედით გასეირნებისთვის. ბათუმის ბულვარი არის არა მხოლოდ სარეკრეაციო ზონა, არამედ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიც, რომელიც როგორც ტურისტების, ასევე ადგილობრივების აღტაცებას იწვევს. დაქირავებული მანქანით მარტივად შეძლებთ მახლობლად გაჩერებას და ბულვარის სრულყოფილად დათვალიერებას. ანბანის კოშკი ბათუმის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა ანბანის კოშკი. 130 მეტრი სიმაღის, ქართული ანბანის 33 ასოიანი კოშკი არის დნმ-ის უჯრედის სტრუქტურული მოდელის ანალოგიური. ქართული ანბანისადმი მიძღვნილი ეს კოშკი უნიკალური არქიტექტურის შესანიშნავი მაგალითია. ანბანის კოშკი მდებარეობს ბულვარის ტერიტორიაზე. კოშკში განთავსებულია ტურისტური საინფორმაციო ზონა, ობსერვატორია, ტერასა და მბრუნავი პანორამული რესტორანი. ანბანის კოშკიდან შეძლებთ სრულყოფილად დაინახოთ ქალაქის ხედი, გადაიღოთ ფოტოები და გაატაროთ საუკეთესო დრო თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად. ბათუმის ბოტანიკური ბაღი ქალაქგარეთ მდებარე ბათუმის ბოტანიკური ბაღი ბუნების მოყვარულთათვის საუკეთესო ადგილია. ბაღი ქალაქიდან 9 კილომეტრში, მდინარე ჩაქვისწყლის შესართავსა და მწვანე კონცხს შორის არსებულ სანაპირო ზოლზე მდებარეობს. ბაღში შედის მრავალი ფლორისტული ლანდშაფტი, სხვადასხვა სახეობის მცენარეები და ყვავილები. ბათუმის ბოტანიკური ბაღის გამორჩეულობა მდგომარეობს მის სიდიდესა და მრავალფეროვნებაში. ის გადაჭიმულია 111 ჰექტარზე და ბაღში ერთნაირად ხარობს როგორც იაპონური საკურა, ისე ფინიკის პალმა და მრავალი სხვა სახეობის მცენარე. დაქირავებული მანქანით შეგიძლიათ უპრობლემოდ მიხვიდეთ ბათუმის ბოტანიკურ ბაღში და დაათვალიეროთ მისი შთამბეჭდავი პეიზაჟები, დატკბეთ გარემოს სიმშვიდითა და სილამაზით. გონიოს ციხე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ბათუმიდან 12 კილომეტრის დაშორებით, ზღვისპირა კურორტ გონიოში მდებარეობს ცნობილი გონიოს ციხე. ისტორიის მოყვარულთათვის გონიოს ციხის მონახულება დაუვიწყარი გამოცდილება იქნება. რომაული სტილის ციხესიმაგრე საქართველოს ამ რეგიონის მდიდრული წარსულის მტკიცებულებას წარმოადგენს. თქვენ შეძლებთ მარტივად შეისწავლოთ ციხესიმაგრე და მისი შემოგარენი, გაეცნოთ მის ისტორიას და განსაცვიფრებელ ხედებს. ბათუმის პიაცა ბათუმის მონახულობისას არ გამოტოვოთ ცნობილი ბათუმის პიაცა – მოედანი, რომელიც გამოირჩევა მხატვრული, ვიტრაჟული და მოზაიკური ხელოვნების ნიმუშებით. მოედანს გარს აკრავს სასტუმროები, კაფეები, რესტორნები და მრავალი სხვა გასართობი სივრცე. იტალიური არქიტექტურით შთაგონებულ პიაცაზე შეძლებთ ისიამოვნოთ ქუჩის წარმოდგენებითა და ცოცხალი მუსიკით. ბათუმის პლაჟები ბათუმი ცნობილია თავისი პლაჟებით, რომლებიც ზაფხულის ცხელ დღეებში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია დასასვენებლად. დაქირავებული მანქანით, შეძლებთ მარტივად დაათვალიეროთ შავი ზღვის სანაპირო და შეარჩიოთ თქვენთვის შესაფერისი პლაჟი. ბათუმში აუცილებლად ისიამოვნებთ ზღვის აბაზანებით, ცურვითა და წყლის მრავალფეროვანი სპორტით. შეჯამება ბათუმი გასართობი ატრაქციონებით, გასაოცარი პეიზაჟებითა და ცოცხალი ატმოსფეროთი სავსე ქალაქია. იმისათვის, რომ მაქსიმალურად დატკბეთ და სრულყოფილად დაათვალიეროთ ბათუმი, რეკომენდირებულია მანქანის დაქირავება და ბათუმის ღირსშესანიშნაობების მონახულება. დაიწყეთ თქვენი მომავალი თავგადასავალი დაქირავებული მანქანით და მოემზადეთ ახალი დაუვიწყარი გამოცდილებებისთვის. |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved