საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შესაბამის ორგანოებს მოუწოდებს, უზრუნველყონ პრაიდის ფესტივალის უსაფრთხოდ ჩატარება.
როგორც ზურაბიშვილი გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, მიუღებელია ძალადობა და ძალადობრივი ჯგუფების წახალისება.
“საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და ნებისმიერი რამ, რაც ამ პრინციპს ეწინააღმდეგება მიუღებელია! დაუშვებელია ძალადობა და ძალადობრივი ჯგუფების წახალისება.
საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს უზრუნველყონ ,,პრაიდის ფესტივალის“ უსაფრთხოდ ჩატარება და მონაწილეთა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რომელიც დაცულია კონსტიტუციით.
,,პრაიდის ფესტივალს“, პრეზიდენტის დავალებით, დაესწრება პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.