ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლები ღამის შემდეგ ელექტრო ენერგიის გარეშეა დარჩენილი. ამ დროისთვის დენი არ მიეწოდება ხიდისთავის და ზომლეთის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას.
როგორც “გურია ნიუსს” ენერგოპრო-ჯორჯიაში განუცხადეს, ძლიერმა ქარმა და წვიმამ ელექტრო ენერგიის გადამცემი ხაზი დააზიანა.
“ქარმა ზოგან ხე მოგლიჯა, რაც ელექტროსადენებს დაეცა. აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს და მოსახლეობას ელექტროენერგია დაახლოებით 2 საათში მიეწოდება“,_ გვითხრეს კომპანიაში.
ავტორი