“14 ივლისს საკვირველმომქმედი და მსწრაფლშემსმენელი ხატი “დედოფალი – სიხარულის მომნიჭებელი“, გამობრძანებული იქნება ისნის რაიონში, მერვე ლეგიონის დასახლება, წულუკიძის ქუჩა წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში 12 საათიდან 17 საათამდე.
საკვირველმომქმედი ხატის ასლები იქნება ტაძარში;
გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა არავინ დარჩეს გულდაწყვეტილი ბევრი მომლოცველი ელის ამ დღეს.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მოგმადლოთ სიყვარული და მშვიდობა” – ინფორმაცია ვრცელდება ფეისბუქგვერდზე “დედოფალი”.
ხატს “დედოფალი”, ანუ “სიხარულის მომნიჭებელი” პატრიარქმა უწოდა. ის 2014 წელს შეიქმნა და ივერონში დაბრძანებული დედა ხატის – ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ანალოგია, რომელსაც “პორტაიტისა” ეწოდება.