7-8-9 ივლისს, სომხეთის ქალაქმა ვანადზორმა უმასპინძლა საერთაშორისო ტურნისრს კიკბოქსინგში K1 წესებით პროფესიონალებსა და მოყვარულებს შორის.
ტურნირის ტიტულიდან გამომდინარე, კონკურენცია იყო დიდი. ტურნირში მონაწილეობდნენ რუსეთის, ლიტვის, ირანის, თურქეთის, სომხეთის 4 გუნდის და საქართველოს ეროვნული ფედერაციის საუკეთესო სპორტსმენები თბილისიდან, მარნეულიდან, ფოთიდან და ჩოხატაურიდან.
ჩოხატაური წარმოდგენილი იყო მუნიციპალიტეტის სპორტისა და სპორტულ ღონისძიებათა ორგანიზების ცენტრის კიკბოქსინგის კლუბის მებრძოლებით (თემურ კიკვაძე, საბა თევზაძე და გურამ შავაძე).
ჩვენებურთა მონაგარი კი ასეთია: საბა თევზაძე ოქროს მედლის მფლობელი გახდა; თემურ კიკვაძე ვერცხლს დასჯერდა, ხოლო ტურნირის ყველაზე პატარა მონაწილე გურამ შავაძე კი _ ბრინჯაოს.
სპორტსმენები ტურნირისთვის მოამზადა მწვრთნელმა გია გოგუაძემ (კიკბოქსინგის სპორტის ოსტატი, შავი ქამარი, ერთი დანი).