გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში მკვლელობა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, 80 წლის კაცმა 70 წლის ცოლი სანადირო თოფით, საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლა.
მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.
დანაშაულის მოტივი უცნობია. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 11 პრიმა – 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.