ოზურგეთში ექადიის ტყე-პარკის სიახლოვეს წმინდა გიორგის ქუჩაზე მცხოვრებ მაკა გობრონიძის სახლში და ვარდების ბაღში ამ წუთებში, როგორც თავად გვატყობინებს, საშინელი მდგომარეობაა. _ ტყე-პარკის რეაბილიტაცია როცა წამოიწყეს, სანიაღვრე არხი გაჭრეს და პირდაპირ ჩემს სახლს მოუშვირეს. მიმართულება ჩემი სახლისკენ მისცეს. ამის გამო ძლიერი წვიმების დროს არაერთხელ დავზარალდი, რაზეც გურია ნიუსიც არაერთხელ წერდა და უარესი მდგომარეობა მაქვს დღეს. ამ სანიაღვრე არხიდან წამოსული ძლიერი წყალი შემოვარდა ჩემს ეზოში და სახლში და ამ წუთებში საშინელი მდგომარეობაა. ნერვები აღარ მაქვს. ამ ტყე-პარკის რეაბილიტაცია ჩემს დასამეწყრად წამოიწყეს. უკვე მერამდენედ გამინადგურა სტიქიამ ჩემი ნამუშევარი. კიდევ კარგი დღე არის, თორემ ღამით იქნებ კარის გაღებაც ვერ მოგვესწრო და აქ დავმხრჩვალიყავით”,_ გვეუბნება მაკა გობრონიძე.
არსებული მდგომარეობის შესახებ გობრონიძე მერიასაც დაუკავშირდა.
როგორც თვითონ ამბობს, მასთან რამდენიმე წუთის წინ იმყოფებოდნენ მერიის წარმომადგენლებიც.
_ ახლაც მპირდებიან ყველაფერს გამოვასწორებითო, თუმცა, ასე არაერთხელ შემპირდნენ, მაგრამ მდგომარეობა არ გამოსწორებულა და ფაქტი სახეზეა. შეხედეთ!_ ამბობს გობრონიძე.
ავტორი