დაბა ბახმაროში, სადაც რამდენიმე დღის წინ მეხის ჩამოვარდნის შედეგად სახლი დაიწვა, ხალხი სახანძრო-სამაშველო სამსახურის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების კურორტზე ყოფნის აუცილებლობაზე საუბრობს.
“კურორტია, ბევრი ხალხი იყრის თავს, როგორც ადგილობრივები, ასევე ჩამოსულები. აუცილებელია, რომ აქ იყვნენ ექიმები, მეხანძრე- მაშველები. ხომ ნახეთ რაც მოხდა? სახლი ისე დაიწვა, მეხანძრეებმა ვერ მოუსწრეს. საბედნიეროდ, სახლში შემთხვევის დროს არავინ იყო”,_ ამბობენ საკურორტო ზონაში მყოფი ადამიანები.
განთავსდება თუ არა ბახმაროში სახანძრო- სამაშველო სამსახური? – ამის შესახებ “გურია ნიუსი” მერს, დავით შარაშიძეს ესაუბრა.
“სასწრაფო-სამედიცინო დახმარება და სახანძრო-სამაშველო სამსახური ზეგიდან იქნება ბახმაროში”,_ გვითხრა შარაშიძემ.