სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის რეგიონული კოორდინაციის სამმართველოს უფროსმა შოთა კაკაბაძემ, მხარის რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ და სამივე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის დროულად აღდგენის საკითხი განიხილეს.
ძლიერმა წვიმამ პრობლემები რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტს შეუქმნა. შექმნილია სტიქიის შედეგების შემსწავლელი კომისიები და მიმდინარეობს ზარალის აღრიცხვა. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სტიქიის ადგილზე იმყოფებოდნენ, სადაც ადგილობრივებს შეხვდნენ და პირადად გაეცნენ მათ წინაშე არსებულ საჭიროებებს. |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved