მარტვილის კანიონის ტერიტორიაზე, მდინარე აბაშაში, გაჭედილის ტერიტორიაზე 17 წლის მოზარდი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, მან წყლიდან ამოყვინთვა ვერ შეძლო.
ახალგაზრდა სენაკის მკვიდრია. იგი ტაიკვანდოს გუნდის წევრია.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ცხედარი წყლიდან უკვე ამოასვენეს.