ჩემი ,,ხაბე” დარბის, ქვაც მოხვდა, ომობს, იბრძვის და სწამს, რომ “ნაცმოძრაობა“ ხელისუფლების სათავეში უნდა იყოს, ვინ არის გიორგი ვაშაძე, “ხაბეს” რატომ მიჩაგრავენ? – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
“პარლამენტში მყოფი რადიკალები „ნაცმოძრაობაში“ არიან. მნიშვნელობა არ აქვს, ამას „სტრატეგიას“ დაარქმევ, “ევროოპტიმისტებს” თუ ა.შ. ყველა “ნაცმოძრაობის” წარმომადგენელია. ჩემს ხაბეს ჩაგრავენ. კაცი ლიდერად არის დანიშნული. გიორგი ვაშაძეს პრემიერობის კანდიდატად რომ აყენებენ, ვინ არის ვაშაძე და რა გაუკეთებია ოპოზიციური ერთობისთვის ან ქვეყნისთვის? ჩემი ხაბე დარბის კიდეც, ქვაც მოხვდა, ომობს, იბრძვის ბიჭი და სწამს, რომ „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლების სათავეში უნდა იყოს. ვინ არის ვაშაძე, ხაბეს რატომ მიჩაგრავენ? – ხაბე, ძმაო, ამოიღე ხმა, შენ გვერდით ვარ,” – ამბობს ირაკლი ზარქუა.