ნოდარ დუმბაძის სახელობის მეოთხე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა. 5-დან 15 ივლისის ჩათვლით მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ, მცირე და ექსპერიმენტულ სცენაზე როგორც ქართული, ასევე, უცხოური თეატრალური დასების მონაწილეობით 26 სპექტაკლი ეხილა.
ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, გურიის მხარის რწმუნებული გიორგი ურუშაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ,,ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დასრულდა ნოდარ დუმბაძის სახელობის მეოთხე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, რომელიც წელს საიუბილეო თარიღებს დაემთხვა. თეატრს შეუსრულდა 155 წელი, ხოლო ყველასათვის საყვარელ მწერალს ნოდარ დუმბაძეს შეუსრულდებოდა 95 წელი. მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ფესტივალის ყველა ორგანიზატორს, სპონსორს და მხარდამჭერს. ასევე, ოზურგეთის დრამატული თეატრის დასს და მთელ შემადგენლობას ვისი ძალისხმევითაც და დაუღალავი შრომის შედეგად, გურიის რეგიონს ჰქონდა შესაძლებლობა ემასპინძლა ასეთი მაღალი დონის ფესტივალისთვის“,- აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა. |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved