გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ კახეთის რეგიონში 18 ივლისს ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი, რამაც შესაძლოა, წყალმოვარდნები და ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.
„18 ივლისის ღამის საათებში კახეთის რეგიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ძლიერი ქარი. მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა კახეთის რეგიონის პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები და ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს“, – ნათქვამია განცხადებაში.